რა იწვევს ქრონიკულ ვენურ დაავადებას?
ვენური დაავადება, იგივე ვარიკოზი, ვენის კედელში ანთებითი პროცესის და მისი ტონუსის დარღვევის შედეგია. მისი განვითარება მემკვიდრულ წინასწარგანწყობას უკავშირდება, თუმცა არსებობს მთელი რიგი რისკ-ფაქტორები, რომელიც სხვადასხვა ხარისხით უწყობს ხელს დაავადების დაწყებასა და პროგრესირებას. ესენია: მდედრობითი სქესი, ასაკი, ჭარბი წონა, ცხოვრების უმოძრაო სტილი, ჰორმონული პრეპარატების მიღება, ორსულობა, მშობიარობა, ცხელი გარემო პირობები, ხანგრძლივი მგზავრობა, კვების და ჩაცმის თავისებურებები.
ამრიგად, ვენური დაავადების მაპროვოცირებელ ფაქტორებს შორის არსებობს ისეთებიც, რომელზეც ზემოქმედება შესაძლებელია:
ჭარბი წონა
ხანგრძლივად დგომა. რეგულარული ფიზიკური აქტივობის არქონა
მჯდომარე ცხოვრების სტილი. რეგულარული ფიზიკური აქტივობის არქონა
ცხელ გარემოსთან კონტაქტი (მზეზე გადახურება, საუნა, ცხელი აბაზანა)
თამბაქოს და იმ საკვების მიღება, რომელიც ვენურ შეგუბებას უწყობს ხელს (ჩაი, ყავა, ცხარე სანელებლები)
ვიწრო ტანსაცმელი, ბრტყელძირიანი ან მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი