chevron-bottomchevron-leftchevron-rightdownloadfacebookinstagramlink-outlinkedinminusplus

ხშირი კითხვები


ვენოაქტიური პრეპარატი დეტრალექსი 1000მგ ქრონიკული ვენური დაავადებისა და ჰემოროიდული დაავადების (ბუასილის) სამკურნალოდ გამოიყენება.



დეტრალექს 1000მგ-ს კომპანია Les Laboratoires Servier Industrie აწარმოებს. მედიკამენტი დამუშავების, დაწმენდისა და მიკრონიზაციის მაღალტექნოლოგიური მეთოდებით იწარმოება საფრანგეთის ქალაქ ჟიდიში.



პრეპარატი ვენის ტონუსზე მოქმედებას იწყებს რამოდენიმე საათში, სიმპტომებზე შედეგი რამოდენიმე დღიდან რამოდენიმე კვირამდე პერიოდში ხდება შესამჩნევი, ხოლო მკურნალობის გახანგრძლივება ეფექტის გაღრმავებას უწყობს ხელს.



არა, პრეპარატის შეძენა ურეცეპტოდ შეგიძლიათ.



დეტრალექსი 1000მგ-ის შეძენა ნებისმიერ აფთიაქში შეგიძლიათ.



1 კვირიანი სქემა მხოლოდ მწვავე ბუასილის დროს არის. რაც შეეხება ქრონიკულად მიმდინარე ბუასილს და ასევე ვენურ დაავადებას, ამ შემთხვევაში მკურნალობის ხანგრძლივობა რამოდენიმე თვეა. დეტრალექსის მიღება 6-12 თვის მანძილზე არის შესაძლებელი.



დეტრალექსი 1000მგ ბუნებრივი წარმოშობის პრეპარატია. მის შემადგენლობაში 5 აქტიური ფლავონოიდი შედის: დიოსმინი, ჰესპერიდინი, იზოროიფოლინი, ლინარინი, დიოსმეტინი. ეს ფლავონოიდები ერთმანეთის მოქმედებას აძლიერებს.



პრეპარატი გამოდის 1000მგ-იანი აბების სახით და აქვს ორნაირი შეფუთვა: 18 და 30 აბის შემადგენლობით.



დეტრალექსი ხელს უშლის ვენურ სტრუქტურებში სისხლის შეგუბებას, აუმჯობესებს ვენურ სისხლის მიმოქცევას, ცხოვრების ხარისხს და ხელს უშლის დაავადების პროგრესირებას:

-აუმჯობესებს ვენის კედლის ტონუსს
-თრგუნავს ვენის კედელსა და სარქვლებში მიმდინარე ანთებით პროცესებს
-ზრდის ფუნქციური კაპილარების სიმკვრივეს
-აუმჯობესებს ლიმფურ დრენაჟს

ზემოთ აღნიშნული მექანიზმების შედეგად დეტრალექსი ეფექტურად ხსნის ვენური დაავადებისა და ბუასილის სიმპტომებს და აუმჯობესებს ცხოვების ხარისხს.