chevron-bottomchevron-leftchevron-rightdownloadfacebookinstagramlink-outlinkedinminusplus
ხელმისაწვდომობა უკან დაბრუნება

სამკურნალო მეთოდები

ბუასილის სამკურნალოდ სხვადასხვა მეთოდი გამოიყენება:

  • ადგილობრივი საშუალებები (სანთელი, მალამო, კრემი)
  • მედიკამენტები (ძირითადად, ვენოაქტიური მედიკამენტები, ლაქსაციური საშუალებები, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები)
  • მცირე ინვაზიური პროცედურები
  • ქირურგიული ოპერაცია

ეს მეთოდები ხშირად კომპლექსურადაც გამოიყენება და სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვა მეთოდის კომბინაციას მიმართავენ შედეგის მისაღწევად. თუმცა მედიკამენტური მკურნალობა ნებისმიერ ეტაპზე მნიშვნელოვანია ბუასილის მკურნალობისთვის. ასევე აუცილებელია კვებისა და ცხოვრების რეჟიმის მოწესრიგება:

კვების რაციონი, რომელიც ნაწლავების მოქმედებას აუმჯობესებს: ბოსტნეული, ხილი უხეშმარცვლოვანი პურეული

ცხარე საკვებისა და ალკოჰოლის მიღების შეზღუდვა ყაზბობის მაპროვოცირებელი ეფექტის გამო

სულ მცირე 1.5 ლ. წყლის მიღება ყოველდღიურად

კუჭ-ნაწლავის მოქმედების დარეგულირება დღის ერთსა და იმავე მონაკვეთში

რეგულარული ზომიერი ფიზიკური აქტივობა