რა სიმპტომები ახასიათებს ვენების ვარიკოზს?
ქრონიკული ვენური დაავადების სიმპტომები ინდივიდუალურია, თუმცა ხშირ შემთხვევაში შემდეგი ჩივილებით ხასიათდება:
- სიმძიმის შეგრძნება
- ტკივილი
- შეშუპების შეგრძნება
- კუნთების მტკივნეული შეკუმშვა (კრუნჩხვები) ღამით
- სიმხურვალისა და წვის შეგრძნება
- ქავილი
სიმპტომები, როგორც წესი, წვივების არეში აღინიშნება და დღის ბოლოს, ხანგრძლივი დგომის / ჯდომის შემდგომ, ცხელ გარემო პირობებში უფრო მძაფრდება.
ადრეულ ეტაპზე სიმპტომები გარეგნულად გამოხატული ცვლილებების გარეშე მიმდინარეობს. მათ შორის, არ არის არც ვარიკოზი.
გარეგნული ცვლილებები დაავადების მოგვიანებით ეტაპზე იჩენს თავს: თავდაპირველად წვრილი ობობისებური ვენური ქსელი ჩნდება ბარძაყისა და წვივის არეში, მოგვიანებით კი – ვენების ვარიკოზული გაგანიერება და კოჭ-წვივის შეშუპება. კიდევ უფრო შორეულ ეტაპზე იცვლება კანის ფერი, სტრუქტურა, ირღვევა კანის მთლიანობა და ვითარდება ვენური წყლული.
ამრიგად, ვენური დაავადების მიმდინარეობაში შემდეგ ეტაპებს გამოყოფენ:
C0 – ადრეული სიმპტომები გარეგნულად გამოხატული ცვლილებების გარეშე
C1 – ობობისებური ვენური ქსელი ბარძაყისა და წვივის არეში
C2 – გაგანიერებული, ვარიკოზული ვენები
C3 – შეშუპება კოჭ-წვივის არეში
C4 – კანის ფერის და სტრუქტურის ცვლილება – მუქი ფერის წითელი, მოყავისფრო ლაქები
C5 – დახურული წყლულოვანი დაზიანება
C6 – ღია წყლულოვანი დაზიანება