chevron-bottomchevron-leftchevron-rightdownloadfacebookinstagramlink-outlinkedinminusplus
ხელმისაწვდომობა უკან დაბრუნება

სამკურნალო მეთოდები

ქრონიკული ვენური დაავადების მკურნალობა სხვადასხვა მეთოდს მოიცავს:

  • ადგილობრივი საშუალებები
  • მედიკამენტური მკურნალობა (ძირითადად, ვენოაქტიური მედიკამენტები)
  • კომპრესიული თერაპია
  • მცირე-ინვაზიური პროცედურები
  • ქირურგიული ოპერაცია

 

მკურნალობის მეთოდის შერჩევა დაავადების სიმძიმეზეა დამოკიდებული. ხშირად ისინი კომბინაციაშიც გამოიყენება, თუმცა მედიკამენტური მკურნალობა დაავადების ნებისმიერ ეტაპზე არის საჭირო.

 

ვენური დაავადების მკურნალობისა და პროფილაქტიკისთვის ასევე მნიშვნელოვანია ცხოვრების, აქტივობის, კვების რეჟიმის მოწესრიგება. კერძოდ, აუცილებელია:

  • ბალანსირებული, ჯანსაღი კვება
  • სითხის ადექვატური რაოდენობით მიღება
  • წონის კორექცია
  • ზედმეტად ვიწრო ტანსაცმლის, მაღალქუსლიანი და ბრტყელძირიანი ფეხსაცმლის ხშირი ხმარებისგან თავის შეკავება
  • ცხელ გარემოში: მზეზე, საუნაში, ცხელ აბაზანაში ხანგრძლივად ყოფნის არიდება
  • ყოველდღიური, რეგულარული ფიზიკური აქტივობა, მაგ: სიარული, ცურვა, ველოსიპედით სეირნობა.

 

 

არსებობს ტერფის მარტივი ვარჯიშები, რომელიც ხელს უწყობს ვენური სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას და სასარგებლოა მჯდომარე სამუშაო გრაფიკის მქონე პირებისთვის. ვარჯიშები, სასურველია, დღის განმავლობაში რამოდენიმეჯერ შესრულდეს:

შეატყუპეთ ფეხები და შეახეთ იატაკს ფეხის წვერები, შემდეგ კი ქუსლები (15-20-ჯერ)

მხრების სიმაღლეზე ხელებით მიეყრდენით კედელს, მორიგეობით დადექით ფეხის წვერებზე, შემდეგ კი ქუსლებზე (20-ჯერ)

იარეთ ადგილზე იატაკიდან ფეხის ტერფების მოუშორებლად (20-ჯერ)

ზურგზე მწოლიარემ შეასრულეთ ფეხებით წრიული მოძრაობები (20-ჯერ)

ზურგზე მწოლიარემ გადააჯვარედინეთ ფეხები მაკრატლისებრი მოძრაობით მონაცვლეობით (20-ჯერ)

დაეყრდენით ორივე ხელით მყარ ზედაპირს, აიწიეთ ფეხის წვერებზე, შემდეგ კი დაეშვით ქუსლებზე (15-20-ჯერ)

ჩასუნთქვის პროცესში აწიეთ ხელები მაღლა და დადექით ფეხის წვერებზე. ამოსუნთქვისას კი მოდუნდით (20-ჯერ)

ზურგზე მწოლიარემ ხელები განათავსეთ ტანის გასწვრივ, ფეხები ოდნავ ზევით. მორიგეობით მოხარეთ და გაშალეთ ფეხის თითები (20-ჯერ)

ზურგზე მწოლიარემ ხელები განათავსეთ ტანის გასწვრივ, ფეხები ოდნავ ზევით. ატრიალეთ ფეხის ტერფები ჯერ შიგნით, შემდეგ გარეთ (20-ჯერ)