chevron-bottomchevron-leftchevron-rightdownloadfacebookinstagramlink-outlinkedinminusplus
ხელმისაწვდომობა უკან დაბრუნება

რა სიმპტომებით ხასიათდება ბუასილი?

სიმპტომები ჰემოროიდული კვანძის მდებარეობასა და დაავადების სტადიაზეა დამოკიდებული, თუმცა ყველაზე ხშირია:

  • სისხლდენა (ალისფერი სისხლი)
  • ტკივილი ან დისკომფორტი
  • შეშუპების შეგრძნება
  • კვანძების შეგრძნება უკანა ტანის არეში
  • ქავილი
  • გამონადენი

 

სისხლდენა ალისფერი ფერისაა. მას ხშირ შემთხვევაში ტუალეტის ქაღალდზე, ტუალეტის ავზში ან ფეკლაურ მასებზე ამჩნევს პაციენტი.

 

ტკივილი, როგორც წესი, დეფეკაციის დროს წარმოიქმნება. თუმცა, მისი პროვოცირება ხანგრძლივ ჯდომასა და სიარულსაც შეუძლია რიგ შემთხვევებში.

ბუასილის მიმდინარეობა ინდივიდუალურია, თუმცა დაავადების პროგრესირებასთან ერთად სიმპტომების ინტენსივობა, გამწვავებების სიხშირე და სიმძიმე მატულობს. სიმპტომების დამძიმება ჰემოროიდული კვანძების დაზიანების გაღრმავებას უკავშირდება. ჰემოროიდული კვანძები უკანა ტანის არეში ჩამოდის (პროლაბირებს ) და დროთა განმავლობაში ეს პროცესი შეუქცევადი ხდება.

 

ამრიგად, ბუასილის მიმდინარეობაში 4 ეტაპს გამოარჩევენ:

I – სიმპტომები კვების რეჟიმის დაღვევისას ჩნდება. ჰემოროიდული კვანძი არ შეიგრძნობა.

II – ჰემოროიდული კვანძი დეფეკაციის დროს ჩამოდის და შემდეგ თავისით სწორდება.

III – სიმპტომები უფრო ინტენსიურია. კვანძი თავისით არ ბრუნდება. ხელით ჩასწორებას საჭიროებს.

IV – გამოვარდნილი ჰემოროიდული კვანძები ხელით ვერ სწორდება.