Loading...

ჰემოროიდული დაავადება (ბუასილი)

 

მდგომარეობაა, რომელიც უკანა ტანში პათოლოგიურად გადიდებული ჰემოროიდული კვანძების არსებობით ხასიათდება. აღნიშნული კვანძების პერიოდული გამოვარდნა (პროლაფსი) და ანთებითი ცვლილება შემაწუხებელ სიმპტომებს იძლევა.

 

არსებობს გარეთა და შიდა ჰემოროიდული კვანძები, რომლებიც განსხვავებული მიმდინარეობით ხასიათდება. გარეთა კვანძების შემთხვევაში დაავადება უფრო ხშირად მწვავე ეპიზოდებით ხასიათდება - მწვავე ჰემოროიდული დაავადება. შიდა კვანძების შემთხვევაში კი მიმდინარეობა უფრო მეტად ქრონიკულია - ქრონიკული ჰემოროიდული დაავადება.

 

მდგომარეობა საყურადღებოა და დროულ მკურნალობას მოითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში სერიოზული გართულებების გამოწვევა შეუძლია, როგორიც არის სისხლნაკლებობა (ანემია) და აიროვანი განგრენა.

 

                       

ჰემოროიდულ დაავადება (ბუასილი)  

 

მოზრდილი მოსახლეობის დაახლოებით 10-30%-ს აღენიშნება. 50 წელს გადაცილებულ პოპულაციაში კი მისი გავრცელება 50%-მდე აღწევს.

 

ბუასილის განვითარებას შემდეგი ფაქტორები უწყობს ხელს:

 

ყაბზობა ან ფაღარათი

არასწორი კვება

ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება

გენეტიკური მიდრეკილება

ჭარბი ფიზიკური დატვირთვა

ხანგრძლივად მჯდომარე ან მდგომარე ცხოვრების წესი

ჰემოროიდულ დაავადებას (ბუასილს) შემდეგი ძირითადი გამოვლინებები აქვს:

 

სისხლდენა

ტკივილი

შეშუპება

ქავილი

კვანძების არსებობა უკანა ტანის არეში

 

შიგნითა და გარეთა ჰემოროიდულ კვანძები სხვადასხვა მიმდინარეობით ხასიათდებიან. შიგნით მდებარე ჰემოროიდული კვანძების შემთხვევაში სიმპტომები ნაკლებად გამოხატულია. უფრო ხშირია სისხლდენა. 

ჰემოროიდული დაავადების (ბუასილის) შემთხვევაში  მნიშვნელოვანია ცხოვრების სტილის შეცვლა და მედიკამენტური მკურნალობა. ცხოვრების სტილის შეცვლა შემდეგ ღონისძიებებს მოიცავს:

 

კვების მოწესრიგება. სასურველია საკვებ რაციონში ბოსტნეულის, მსხვილად დაფქული ხორბლის, ჭვავის პურის, ხილის წვენის, წვნიანი კერძების, უცხიმო რძის პროდუქტების შეტანა და ცხიმიანი, ცხარე, რაფინირებული, უჯრედისით ღარიბი, შებოლილი, კონსერვირებული საკვების, ტკბილეულისა და ალკოჰოლური სასმელის ამოღება

სითხის ჭარბი რაოდენობით მიღება

ზომიერი ფიზიკური აქტივობა

კუჭ-ნაწლავის ფუნქციის მოწესრიგება

მაღალი ტემპერატურის პირობებში ხანგრძლივად ყოფნის შეზღუდვა (საუნა, ცხელი აბაზანა)

სწორი ჰიგიენა გრილი წყლით.

 

ჰემოროიდული დაავადების გამწვავების დროს სიმპტომების მოსახსნელად, ასევე მომდევნო ეპიზოდების თავიდან ასაცილებლად ექსპერტები რეკომენდაციას უწევენ დეტრალექსი 1000 მგ-ით მკურნალობას. დოზირება