Loading...

დეტრალექსი 1000 მგ

 

ფრანგული ვენოტონური პრეპარატი ქრონიკული ვენური დაავადების და ჰემოროიდული დაავადების (ბუასილის) სწრაფი და მაღალ-ეფექტური მკურნალობისთვის.

 

აღიარებული და მოწოდებული მსოფლიოს წამყვანი სპეციალისტების მიერ რეკომენდაციის უმაღლესი დონით.

 

დამზადებული უნიკალური ტექნოლოგიით. ტაბლეტი შეიცავს ბუნებრივი წარმოშობის მაღალ-მიკრონიზებულ (წვრილად დისპერსირებულ) აქტიურ ნივთიერებებს, რაც პრეპარატის მოქმედების მაღალ სისწრაფესა და ეფექტურობას განაპირობებს.

 

 

 

დეტრალექსი 1000 მგ

 

მკურნალობას სწრაფი და გამოხატული შედეგი აქვს:  პრეპარატი მოქმედებას მიღებიდან პირველივე საათებში იწყებს, ხოლო სიმპტომების შემსუბუქება პირველივე დღეებში ხდება შესამჩნევი. 

 

მკურნალობის გაგრძელებისას კლინიკური ეფექტი კიდევ უფრო გამოხატული ხდება, რაც თვითშეგრძნებასა და ცხოვრების ხარისხს მნიშვნელოვნად აუმჯობესებს.

 

ქრონიკული ვენური დაავადების შემთვევაში 

• ხსნის ძირითად სიმპტომებს: ტკივილს, სიმძიმისა და შეშუპების შეგრძნებას, ღამის კრუნჩხვებს დაავადების ნებისმიერ სტადიაზე.

• ხელს უშლის დაავადების პროგრესირებას და გადაყავს უფრო მსუბუქ სტადიაზე.

• იცავს გართულებების განვითარებისგან.

• წყლულების არსებობის შემთხვევაში აჩქარებს მის შეხორცებას.

 

ჰემოროიდული დაავადების (ბუასილის) მწვავე ეპიზოდის შემთხვევაში 1 კვირის ვადაში ხსნის სისხლდენას, ტკივილს, წვასა და შეშუპებას.

 

ქრონიკული ჰემოროიდული დაავადების შემთხვევაში ხანგრლივად გამოყენება ამცირებს მწვავე ეპიზოდების სიხშირეს და მათ სიმძაფრეს.

 

დეტრალექსი 1000 მგ მოქმედებს ქრონიკული ვენური დაავადების გამომწვევ ყველა ძირითად მექანიზმზე:

 

თრგუნავს ანთებით პროცესს ვენის კედელსა და სარქვლებში.

აუმჯობესებს ვენების ტონუსს.

იცავს ვენურ სარქვლებს.

აძლიერებს ლიმფური სისტემის ფუნქციას, ზრდის კაპილარების მდგრადობას.


 

უნიკალური მიკრონიზებული ფორმიდან გამომდინარე დეტრალექსი 1000 მგ შეიწოვება სწრაფად. შესაბამისად, კლინიკური ეფექტი პრეპარატის მიღებიდან რამოდენიმე საათში იწყება და პირველივე დღეებში თვალსაჩინო ხდება. 

 

ქრონიკული ვენური დაავადების შემთხვევაში:

დეტრალექსი 1000 მგ 1 ტაბლეტი დღეში, დილით ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ, 4 თვის განმავლობაში ან უფრო ხანგრძლივად.

 

მწვავე ჰემოროიდული დაავადების (ბუასილის) შემთვევაში:

დეტრალექსი 1000 მგ მიიღება შემდეგი სქემით:

- 3 ტაბლეტი დღეში (1 დილით, 1 შუადღეზე და 1 საღამოს) - 4 დღის განმავლობაში, შემდეგ

- 2 ტაბლეტი დღეში - 3 დღის განმავლობაში, შემდეგ

- მკურნალობა გრძელდება 1 ტაბლეტით დღეში მინიმუმ 2 თვის მანძილზე.

 

ქრონიკული ჰემოროიდული დაავადების შემთხვევაში:

დეტრალექსი 1000 მგ 1 ტაბლეტი დღეში, დილით ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ, ხანგრძლივად.

 

დეტრალექსი 1000 მგ-ის შეძენა შესაძლებელია ნებისმიერ აფთიაქში.

პრეპარატი გაიცემა ურეცეპტოდ.