Loading...

ამერიკელი პროფესორის - ენტონი კომეროტას ვიზიტი საქართველოში

ამერიკის საუკეთესო ექიმად ხუთგზის ნომინირებული სისხლძარღვთა ქირურგი, პროფესორი ენტონი კომეროტა საქართველოს ესტუმრა. 13 მაისს გამართულ მასშტაბურ კონფერენციაზე ქართულ სამედიცინო საზოგადოებას მან საკუთარი გამოცდილება გაუზიარა. მისი მოხსენება ეხებოდა ქრონიკული ვენური დაავადების მკურნალობის თანამედროვე მიდგომებს.

 

აქცია

2016-06-22

მოსახლეობის დიდ ნაწილს აწუხებს სიმძიმე, ტკივილი, შეშუპება ქვედა კიდურებში, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ ეს ქრონიკული ვენური დაავადებაა, რომელსაც დროულად დაწყებული მკურნალობა სჭირდება. წინააღმდეგ შემთხვევაში დაავაადება უფრო მძიმე ფორმებში გადადის, ვითარდება ვარიკოზი და შესაძლოა გართულებებიც მოყვეს. თბილისის წამყვან სავაჭრო ცენტრებში ივლისის განმავლობაში დაგეგმილი აქციის - "ვენების სასწრაფო დახმარების" მიზანი სწორედ ის არის, რომ მოსახლეობას დაეხმაროს დროულად მიაქციოს ყურადღება ამ ჩივილებს. აქციის ფარგლებში მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება მარტივი ტესტის საშუალებით შეიმოწმოს საკუთარი ვენების ჯანმრთელობა, გაიგოს რამდენად აქვს ქრონიკული ვენური დაავადება ან მისი განვითარების რისკი, მიიღოს შესაბამისი რეკომენდაციები, საჭიროების შემხვევაში კი სისხლძარღვთა სპეციალისტთან გაიაროს უფასო კონსულტაცია.  

პირველი ქართული გაიდლაინი ქრონიკული ვენური დაავადების მკურნალობის შესახებ

2016-05-14

საქართველოს წამყვანი სისხლძარღვთა სპეციალისტების - პროფესორების: დავით ფარღალავა და მამუკა ბოკუჩავას ავტორობით გამოვიდა ქრონიკული ვენური დაავადების მკურნალობის პირველი ქართული გაიდლაინი. გაიდლაინი მოიცავს მტკიცებულებებზე დაფუძნებულ განახლებულ ინფორმაციას ქრონიკული ვენური დაავადების და მისი მკურნალობის შესახებ.