Loading...

დეტრალექსი 1000 მგ - ახალი ფორმა უფრო სწრაფი და მაღალი კლინიკური ეფექტისთვის

N1 ფლებოტროპული პრეპარატი დეტრალექსი ახალი, გაუმჯობესებული - 1000 მგ ფორმით შემოვიდა ქართულ ბაზარზე. დეტრალექსი 1000 მგ მიიღება დღეში მხოლოდ 1 ტაბლეტი და ის არამხოლოდ მიღების გამარტივებულ რეჟიმს, არამედ უფრო სწრაფ და მაღალ კლინიკურ ეფექტურობას უზრუნველყოფს მომხამრებლისთვის. 

აქცია

2016-06-22

მოსახლეობის დიდ ნაწილს აწუხებს სიმძიმე, ტკივილი, შეშუპება ქვედა კიდურებში, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ ეს ქრონიკული ვენური დაავადებაა, რომელსაც დროულად დაწყებული მკურნალობა სჭირდება. წინააღმდეგ შემთხვევაში დაავაადება უფრო მძიმე ფორმებში გადადის, ვითარდება ვარიკოზი და შესაძლოა გართულებებიც მოყვეს. თბილისის წამყვან სავაჭრო ცენტრებში ივლისის განმავლობაში დაგეგმილი აქციის - "ვენების სასწრაფო დახმარების" მიზანი სწორედ ის არის, რომ მოსახლეობას დაეხმაროს დროულად მიაქციოს ყურადღება ამ ჩივილებს. აქციის ფარგლებში მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება მარტივი ტესტის საშუალებით შეიმოწმოს საკუთარი ვენების ჯანმრთელობა, გაიგოს რამდენად აქვს ქრონიკული ვენური დაავადება ან მისი განვითარების რისკი, მიიღოს შესაბამისი რეკომენდაციები, საჭიროების შემხვევაში კი სისხლძარღვთა სპეციალისტთან გაიაროს უფასო კონსულტაცია.  

პირველი ქართული გაიდლაინი ქრონიკული ვენური დაავადების მკურნალობის შესახებ

2016-05-14

საქართველოს წამყვანი სისხლძარღვთა სპეციალისტების - პროფესორების: დავით ფარღალავა და მამუკა ბოკუჩავას ავტორობით გამოვიდა ქრონიკული ვენური დაავადების მკურნალობის პირველი ქართული გაიდლაინი. გაიდლაინი მოიცავს მტკიცებულებებზე დაფუძნებულ განახლებულ ინფორმაციას ქრონიკული ვენური დაავადების და მისი მკურნალობის შესახებ.